კონფიდენციალურობის პოლიტიკა

კონფიდენციალურობისა და ქუქი-ფაილების გამოყენების პოლიტიკა

წინამდებარე დოკუმენტი შეიქმნა და მიღებულ იქნა შ.პ.ს ,,AJINOMOTO POLAND”-ის მიერ, რომლის სათავო ოფისიც მდებარეობს მისამართზე: 02-797 ვარსავა, კლიმჩაკის ქუჩა N1 (,,კომპანია“), შემდეგი მიზნით:

რათა მოხდეს ინფორმაციის წარდგენა კომპანიის მიერ გამოყენებული კონფიდენციალურობის დაცვის წესების შესახებ რომლებიც შეეხებათ გვერდ www.oyakata.com.pl-ის („ვებ-გვერდი“) მომხმარებლებს, აგრეთვე ვებ-გვერდის მომხმარებლებს მიეწოდოთ ინფორმაცია ქუქი-ფაილების გამოყენების შესახებ.

პერსონალური მონაცემები

კონფიდენციალურობა

შ.პ.ს. „AJINOMOTO POLAND“-ი უზრუნველყოფს კონფიდენციალურობის დაცვას მინიმუმ პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ არსებული მოქმედი საკანონმდებლო აქტების სტანდარტების ექვივალენტურ დონეზე. მათ შორისაა:

ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2016 წლის 27 აპრილის 2016/679 განკარგულება რომელიც შეეხება ფიზიკური პირების დაცვას მათი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით, ამ მონაცემების თავისუფალ მოძრაობას და აგრეთვე 95/46/WE დირექტივის გაუქმებას რომელიც წარმოადგენს ზოგად განკარგულებას მონაცემთა დაცვის შესახებ („GDPR“ ან „განკარგულება“),

აგრეთვე 2002 წლის 18 ივლისის კანონი ელექტრონული სერვისების მიწოდების შესახებ და 2014 წლის 17 ივლისის კანონი ტელეკომუნიკაციების შესახებ.
შ. პ. ს. „AJINOMOTO POLAND“-ი იყენებს სიფრთხილის პრინციპებს, რომლებიც დაკავშირებულია კონფიდენციალურობის დაცვასთან ვებ-გვერდის მუშაობის პროცესში. ეს პრინციპები ითვალისწინებს პერსონალური მონაცემების დაცვას, მათ შორის ამ მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფას შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების გამოყენებით. კერძოდ, ის იცავს მონაცემებს არაუფლებამოსილი პირებისთვის გამჟღავნებისგან, ასევე მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით მათი დამუშავებისგან.
შ. პ. ს. „AJINOMOTO POLAND“-ი ახორციელებს მუდმივ კონტროლს მონაცემთა დამუშავების პროცესზე და შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად ზღუდავს მონაცემებზე ხელმისაწვდომობას, გასცემს შესაბამის ავტორიზაციას მხოლოდ მაშინ, როცა ეს აუცილებელია მომსახურების სათანადოდ მიწოდებისთვის.

 

პერსონალური მონაცემები

შ. პ. ს. „AJINOMOTO POLAND“-ი პერსონალურ მონაცემებს იყენებს მხოლოდ და მხოლოდ საკონტაქტო მიზნებისთვის და ისინი არ იქნება გამოყენებული სხვა მიზნებისთვის.
შ. პ. ს. „AJINOMOTO POLAND“-ი პერსონალური მონაცემების დამუშავებას ანდობს სერვისის მომწოდებლებს რომლებიც მართავენ ინფორმაციულ სისტემებს. აღნიშნული სისტემები გამოიყენება მონაცემთა დასამუშავებლად შ.პ. ს. -ს სახელით და მისი მიზნებისთვის, კანონით ნებადართულ ფარგლებში.
შ. პ. ს. „AJINOMOTO POLAND“-ი არის ვებ-გვერდის მეშვეობით შეგროვებული პერსონალური მონაცემების ადმინისტრატორი, პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ დებულებების შესაბამისად.

 

იმ პირთა უფლებები რომლებსაც მონაცემები შეეხება

შ. პ. ს. „AJINOMOTO POLAND“-ი ვებ-გვერდის მომხმარებლებს აძლევს პერსონალური მონაცემების დაცვის კანონის დებულებებით გათვალისწინებული უფლებების განხორციელების საშუალებას, კერძოდ, ვებ-გვერდის მომხმარებლებს აქვთ პერსონალურ მონაცემებზე წვდომის და მათი გასწორების საშუალება. პერსონალური მონაცემების დამუშავების კონტროლის უფლების განხორციელებისას, ვებ-გვერდის მომხმარებლებს აქვთ, კერძოდ, პერსონალურ მონაცემებზე წვდომის, მათი მონაცემების გასწორების, წაშლის ან დამუშავების შეზღუდვის უფლება, დამუშავებაზე პროტესტის გამოთქმის უფლება, მონაცემების გადატანის უფლება, საჩივრის შეტანის უფლება სამეთვალყურეო ორგანოში.
პირს რომელსაც შეეხება მონაცემები, უფლება აქვს ნებისმიერ დროს გააპროტესტოს (მის კონკრეტულ სიტუაციასთან დაკავშირებული მიზეზების გამო) მასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავება რომელიც ხორციელდება GDPR-ის მე-6 მუხლის 1-ელი აბზაცის e) ან f) პუნქტის საფუძველზე და აგრეთვე მონაცემთა პროფილირება რომელიც ხორციელდება ამავე დებულებებზე დაყრდნობით. ასეთ ვითარებაში შ. პ. ს. „AJINOMOTO POLAND“-ს აღარ აქვს უფლება დაამუშაოს ეს პერსონალური მონაცემები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს მნიშვნელოვანი, სამართლებრივად დადასტურებული ინტერესები სუბიექტის მონაცემების დამუშავებისა, რომლებიც აღემატება ამ კონკრეტული სუბიექტის ინტერესებს, უფლებებსა და თავისუფლებებს უზენაესობას, ან თუკი არსებობს სუბიექტის მიერ გამოთქმული პრეტენზიების დადგენის, გამოძიების ან დაცვის საფუძვლები.

თუ პერსონალური მონაცემები მუშავდება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის, მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გააპროტესტოს მასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავება ასეთი მარკეტინგის მიზნებისთვის, პროფილირების ჩათვლით, იმ მასშტაბით, რამდენადაც დამუშავება დაკავშირებულია ასეთ პირდაპირ მარკეტინგთან.

თუ მონაცემთა სუბიექტი ეწინააღმდეგება პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის, მონაცემები აღარ შეიძლება დამუშავდეს ასეთი მიზნებისთვის.

კანონით განსაზღვრულ ფარგლებში, პერსონალური მონაცემები შეიძლება მიეწოდოს განსაზღვრულ სამსახურებს რომლებიც მოქმედი კანონმდებლობით უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ ისინი, მონაცემები აგრეთვე შეიძლება მიეწოდოს კანონიერების დაცვისათვის შექმნილ სპეციალურ ორგანოებს.

 

ქუქი-ფაილები

სტატისტიკური მიზნებისთვის და მომსახურების უმაღლესი ხარისხის უზრუნველსაყოფად შ. პ. ს. „AJINOMOTO POLAND“-ი იყენებს სერვერის მიერ მომხმარებლის საბოლოო მოწყობილობაზე ჩაწერილ ინფორმაციას, რომელიც შემდეგ ამოიკითხება ვებ-ბრაუზერის ყოველი ჩართვისას (ე.წ. „ქუქი ფაილები“).
ქუქი-ფაილები („ქუქები“) არის ინფორმაციული მონაცემები, კერძოდ ტექსტური ფაილები, რომლებიც ინახება სერვისის მომხმარებლის საბოლოო მოწყობილობაში და გამიზნულია ინტერნეტ-გვერდებით სარგებლობისთვის. ქუქი-ფაილები ჩვეულებრივ შეიცავენ ვებ-გვერდის დასახელებას რომლებთანაც ისინია დაკავშირებული, საბოლოო მოწყობილობაზე შენახვის დროს და უნიკალურ ნომერს.

სუბიექტი რომელიც ათავსებს ინფორმაციას ქუქი-ფაილების სახით მომხმარებლის საბოლოო მოწყობილობაზე ვებ-გვერდის გამოყენებისას, არის შ. პ. ს. „AJINOMOTO POLAND“-ი რომლის სათავო ოფისიც განლაგებულია მისამართზე: 02-797 ვარშავა, კლიმჩაკის ქუჩა №1.

ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება შემოიფარგლება იმ მინიმუმით, რაც აუცილებელია მათთვის მომსახურების სასურველ დონეზე მიწოდებისთვის, „ელექტრონული სერვისების მიწოდების შესახებ კანონის“ მე-18 მუხლის შესაბამისად. კერძოდ, პერსონალური მონაცემების შეგროვების პროცესში გამოიყოფა ისინი, რომლების მიწოდებაც რეალურად აუცილებელია ელექტრონული მომსახურების გაწევისთვის. სხვა პერსონალური მონაცემების მიწოდება (ანუ მონაცემების, რომლებიც არ არის აუცილებელი სერვისის ელექტრონულად მიწოდებისთვის) არ არის სავალდებულო, მათი მიწოდება დამოკიდებულია თვითონ მონაცემთა სუბიექტზე.

დაინსტალირებული ქუქი-ფაილები ​​არ ცვლის საბოლოო მოწყობილობის კონფიგურაციას.

 

ქუქი-ფაილები შექმნის მიზნები და მათი ტიპები

შ. პ. ს. „AJINOMOTO POLAND“-ი ათავსებს ქუქი-ფაილებს მომხმარებლის საბოლოო მოწყობილობებზე შ. პ. ს. „AJINOMOTO POLAND“-ის ინტერნეტ-სერვისებისა და მობილური აპლიკაციების გამოყენებისას, იმისათვის, რომ:

მოხდეს ვებ-გვერდის მომხმარებლის პრეფერენციებთან ადაპტირება და ამ სერვისების გამოყენების ოპტიმიზაცია; კერძოდ, ეს ფაილები საშუალებას იძლევა ამოიცნონ მომხმარებლის მოწყობილობა და სწორად აჩვენონ მის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული კონტენტი. ამ ტექნოლოგიის წყალობით, შესაძლებელი იქნება მომხმარებლისთვის მასზე მორგებული რეკლამის წარდგენა და ხელმისაწვდომი შეთავაზებებიდან, უპირველეს ყოვლისა, ისეთი შეთავაზებების მიწოდება რაც ყველაზე მეტად შეესაბამება კონკრეტული მომხმარებლის საჭიროებებს,

სტატისტიკის შექმნა, რომელიც გვეხმარება იმის გაგებაში, თუ როგორ იყენებენ მომხმარებლები ვებ-გვერდს, რაც საშუალებას იძლევა გავაუმჯობესოთ მისი სტრუქტურა და შინაარსი,

ვებ-გვერდის მონახულებადობის სტატისტიკის შექმნა,

ვებ-გვერდზე ტრაფიკის მონიტორინგი, ანუ მონაცემთა ანალიტიკა, Google Analytics-ის ქუქი-ფაილების ჩათვლით (ეს არის ფაილები რომლებსაც კომპანია Google-ი იყენებს იმის გასაანალიზებლად, თუ როგორ იყენებს მომხმარებელი ვებ-გვერდს, აგრეთვე ამ ფაილების საშუალებით იქმნება სტატისტიკა და ანგარიშები ვებ-გვერდის ფუნქციონირების შესახებ). Google-ი არ იყენებს შეგროვებულ მონაცემებს მომხმარებლის იდენტიფიცირებისთვის და არც აერთიანებს ამ ინფორმაციას იდენტიფიკაციის შესაძლებლობის შესაქმნელად. დეტალური ინფორმაცია ამ სერვისთან დაკავშირებულ მონაცემთა შეგროვების მოცულობისა და წესების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.google.com/intl/pl/policies.

ვებ-გვერდის ჩარჩოებში გამოიყენება ქუქი-ფაილების ორი ძირითადი ტიპი: „სესიური“(session cookies) და „მუდმივი“(persistent cookies). სესიური ქუქი-ფაილები არის დროებითი ფაილები, რომლებიც ინახება მომხმარებლის საბოლოო მოწყობილობაში სერვისიდან მის გასვლამდე, ვებ-გვერდის დატოვებამდე ან პროგრამული უზრუნველყოფის (ინტერნეტ-ბრაუზერის) გამორთვამდე. „მუდმივი“ ქუქი-ფაილები ინახება მომხმარებლის საბოლოო მოწყობილობაში ქუქი-ფაილების პარამეტრებში მითითებული დროის განმავლობაში ან მანამ სანამ ისინი არ წაიშლება მომხმარებლის მიერ.

 

ქუქი-ფაილების მართვა

ვებ-გვერდის მომხმარებლებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს შეცვალონ ქუქი-ფაილების პარამეტრები. კერძოდ, ეს პარამეტრები შეიძლება შეიცვალოს ისე, რომ დაიბლოკოს ქუქი-ფაილების ავტომატური მომსახურება ინტერნეტ-ბრაუზერის პარამეტრებში ან ყოველ ჯერზე მოხდეს მათ შესახებ ინფორმირება, როდესაც ისინი განთავსდება ვებ-გვერდის მომხმარებლის მოწყობილობაზე. დეტალური ინფორმაცია ქუქი-ფაილების მომსახურების შესაძლებლობებისა და ფორმების შესახებ ხელმისაწვდომია პროგრამული უზრუნველყოფის (ინტერნეტ-ბრაუზერის) პარამეტრებში.

მომხმარებლის მიერ ბრაუზერის გამოყენება, რომლის პარამეტრები საშუალებას იძლევა მოწყობილობაში შენახულ იქნას „ქუქი-ფაილები“, ნიშნავს თანხმობას რომ ზემოაღნიშნული ფაილები ამ მოწყობილობაში იქნას ჩაწერილი.

დამატებითი ინფორმაცია ქუქი-ფაილების შესახებ ხელმისაწვდომია მისამართებზე: http://wszystkoociasteczkach.pl/po-co-sa-ciasteczka/, http://jakwylaczyccookie.pl/, http://ciasteczka.zjekoza.pl/howto.html.